19:29 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 21:59:58, 2345 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით გაიმართა.

საგანგებო მდგომარეობის გახნგრძლივების რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის ნაციონალურმა უშიშროების საბჭომ მიმართა.

ცნობისთვის, თურქეთში საგანგებო მდგომარეობის სამთვიანი რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 20 ივლისს ამოქმედდა.

თურქეთში არშემდგარი ამბოხის შემდეგ წინასწარი პატიმრობა 32 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. გამოძიება 70 ათასი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics