00:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 10:39:27, 666 ნახვა

პოლიტიკა
"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებმა ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - მუხრან ვახტანგაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, ფატი ხალვაშმა, ილია ვერძაძემ და ვახტანგ წულაძემ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების თანამშრომლებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე კულტურის სფეროს წარმოადგენლების საჭიროებები მოისმინეს და რათქმაუნდა სამომავლო მხარდაჭერაც მიიღეს კანდიდატებისგან.

შეხვედრისას მუხრან ვახტანგაძემ ცენტრის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა:

„ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ განხორციელდა სხვადასხვა პროექტები: ინფრასტრუქტურის, კულტურის, ჯანდაცვა, სპორტის და ა.შ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, გამომდინარე აქედან მე არ მეგულება სხვა პარტია, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე და ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნოს ისე როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებდა და გააკეთებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ. თითეულმა თქვენთაგანმა 2012 წლის შემდგომ თავისუფალ საქართველოში გაიღვიძეთ, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და ქართველ ხალხს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის არ დევნიან, ამიტომ მოგიწოდებთ მიხვიდეთ საარჩევნო უბნებში და დააფიქსიროთ თქვენი თავისუფალი და გულწრფელი არჩევანი. შემოხაზეთ ნომერი 41 და ხმა მიეცით ქვეყნის სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“,-აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.

დეპუტატებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ აღნიშნულ შეხვედრას დამსწრეებს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. სიის პირველმა ნომერმა და 70-ე ოლქის კანდიდატმა ნუგზარ სურამნიძემ  ისაუბრა ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და ხაზგასმით აღნიშნა სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზე და პროექტების მნიშვნელობაზე. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics