|
2016-10-01 16:54:27, 679 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო
ზუსტად ერთი კვირა გვაშორებს იმ დღეს, როცა საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ჩვენთვის ადამიანის ღირსება უზენაესი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დიღომში შეკრებილ ამომრჩევლებს. „მე გილოცავთ 4 წლის იუბილეს იმ დიდი გამარჯვებიდან, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიპოვეთ. ზუსტად 5 წლის წინ, შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული მართლაც გმირული ნაბიჯი, ქართველ ხალხთან ერთად, გახდა საფუძველი გამარჯვების, რომელმაც საქართველოში სრულიად შეცვალა პოლიტიკური ამინდი, შეცვალა იქითკენ, რომ დღეს თქვენ ხედავთ - როგორია წინასაარჩევნო კამპანია, არავის არ ვერჩით, აღარ არის ქუჩებში ადამიანების ცემით სიკვდილამდე მიყვანა, აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა და შიში“, - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოთხი წლის განმავლობაში გადაწყდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიც მოქალაქეებისთვის ჯამრთელობის უზრუნველყოფა და სოფლის მეურნეობის დახმარებაა „ სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, უზრუნველყოფილია მეტი სტაბილურობა ქვეყანაში. რჩება ოკუპაციის პრობლემა, ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმით, რაც არის, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ - დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო, დღეს არის სტაბილურად, სწრაფად საქართველოს წინსვლის დრო; დღეს არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს - მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა განვითარებული ინფრასტრუქტურით, განვითარებული განათლების სისტემით, მმართველობის სისტემით კიდევ უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკით ისეთ ქვეყანად, სადაც თითეულ ჩვენგანს გაუხარდება ცხოვრება. ეს არის აბსოლუტური რეალობა.ამ გეგმით ვცხოვრობთ, ამ გეგმით ვცოცხლობთ, ვსუნთქავთ, ვათენებთ და ვაღამებთ, რადგან ზუსტად ეს არის რეალობა, ეს არის სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, ქვეყნის და ადამიანის სიყვარულზე აგებული გეგმა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ, მოგიწოდოთ, 8 ოქტომბერს არავინ არ დავრჩეთ სახლში, ყველა მივიდეთ და გავცეთ ამ კითხვას პასუხი - გვინდა თუ არა ქვეყანა, სადაც არ არსებობს დისტანცია მთავრობასა და ხალხს შორის, სადაც მთავრობას შეიარაღებული ასეულები არ იცავენ, სადაც ჩვენ ჩვენს ხალხთან ვდგავართ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)