23:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 17:07:26, 628 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოა

კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ერთი მთავარი განაცხადით - „სამართლიანობის აღდგენა“ მოვიდა ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე ფრაზა გვხვდება და მითითებულია: „გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი კონსტიტუციურ ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ დაზარალებული ბიზნესმენებისთვის წართმეული ქონების დასაბრუნებლად და სამართლიანობის აღსადგენად არასაკმარისი მცდელობა განახორციელა:

 “ ჩემი აზრით „ქართულმა ოცნებამ“ არასაკმარისი მცდელობა განახორციელა, იმისთვის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულ და მსხვერპლად ქცეულ ადამიანებს შვება ეგრძნოთ.

ეს სრულიად ნათელი და ცალსახაა. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა კეზერაშვილის სასამართლო განაჩენით.

„ქართული ოცნების“ პროკურატურამ მოახერხა ის, რომ სასამართლოს ეს ადამიანი გაემართლებინა. ისე გამოდის, რომ თითქოს არც არაფერი ყოფილა. ამიტომ სამართლიანად არის გაბრაზებული მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ობიექტური და რეალური პრობლემების მოგვარების გზაზე არასაკმარისი მცდელობა განახორციელა.როგორც ჩანს ისინი თვლიან, რომ უდანაშაულოა კეზერაშვილი. ისევე როგორც პრობლემა არ აქვთ არც ბაჩო ახალაიასთან, გარდა იმ ეპიზოდისა, რომელიც ახალაიას წაუყენეს."- აცხადებს თინა ხიდაშელი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics