22:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 14:16:00, 721 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი ჟურნალისტს: პირველად თქვენგან მესმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ქართუსგან“ ფული ისესხა

„პირველად თქვენგან მესმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სესხი აიღო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“  ბანკ „ქართუდან“  1 მილიონი ლარი ისესხა.

ივანიშვილლმა ჟურნალისტის კითხვას იუმორით უპასუხა და  დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა. 

„პირველად თქვენგან მესმის ეს.  ნორმალურია თუ კანონი არ დაურღვევიათ მათ.  ესე იგი გაუჭირდათ და სესხი აიღეს. დალხენილი ადამიანი სესხს არ ღებულობს. მთავრია, რომ კანონი არ დაირღვეს. ეჭვის საფუძველი არ გაჩნდს, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დამატებითი პრივილეგიებით. იუმორითაც შეიძლება ვთქვათ, გაუჭირდათ და ისესხეს. საარჩევნო პროცესში ეს ნორმალურია. თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ „ქართულ  ოცნებას“ დაფინანსება, რომ არ ჰქონოდა. გახსოვთ მაშინ თქვენ საზოგადოების აქტიუროჰბა, ეს არის საამაყო და ახლაც დამბურძგლა. აბა ნახეთ სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ახლა, 4 წლის შემდეგ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics