23:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 11:09:18, 618 ნახვა

პოლიტიკა
მუხრან ვახტანგაძემ ათნოების სავანის ბენეფიციარები მოინახულა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - მუხრან ვახტანგაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, ფატი ხალვაშმა, ილი ვერძაძემ, ვახტანგ წულაძემ და უმაღლესი საბჭოს სიის მე-8-ე ნომერმა ნინო ჩხეტიამ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარები მოინახულეს.

სათნოების სახლს ამჟამად 122 ბინადარი ჰყავს. თავშესაფარში მათ ცხოვრება სრულად ბათუმის მერია აფინანსებს.

„ძალინ თბილი და ემოციური შეხვედრა შედგა. ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე მათთვის ოჯახური გარემოს შესაქმნელად. სავანეში მყოფ თითოეულ ადამიანს ადმინისტრაციის მიერ მაქსიმალური ყურადღება ექცევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი მხარდაჭერისა და თითოეული მოხუცის ყოველი დღის გალამაზებისათვის“,-აღნიშნეს დეპუტატობის კანდიდატებმა თავშესაფრის ბინადრებთან შეხვედრის შემდეგ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics