|
2016-09-28 17:19:10, 1279 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზა“ გახსნა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბორჯომში, ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო „Golden Tulip Borjomi“ (ყოფილი „ფირუზა“) გახსნა. სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია „Golden Tulip“ გაუწევს, რომელიც “Louvre Hotels Group”-ის ქსელში შედის. დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა აღდგენილი სასტუმრო, რომელიც 1892 წელს ირანის კონსულისთვისაა აშენებული და უნიკალური კულტურული ძეგლია არა მხოლოდ საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა ინვესტორ კომპანიას „უორლდფაუნდ იუნივერსალს“ გაწეული საქმიანობისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ შენობის განახლება-რეკონსტრუქცია მოხდა ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რომლის საშუალებითაც შენობას შეუნარჩუნდა ისტორიული იერსახე და კულტურული ღირებულება”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შენობის აღდგენისა და მასში მაღალი კლასის სასტუმროს მოწყობისთვის 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. „სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, რადგან სწორედ კერძო სექტორი ქმნის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით ახალ სამუშაო ადგილებს იმ ეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს”, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი განცხადებით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის ორმოცდაერთი პროცენტია. დღეის მდგომარეობით, ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებში 158 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს. „ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „Golden Tulip Borjomi“-ის სასტუმრო არის 16 ნომრიანი (2 ლუქსი და 14 სტანდარტული ნომერი). სასტუმროს მომსახურეობებში შევა რესტორანი, ფიტნეს დარბაზი, აუზი, საუნა, საპროცედურო ოთახი, სადაც ჩატარდება მასაჟის გარდა სამკურნალო პროცედურები ბორჯომის მინერალური წყლების გამოყენებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)