04:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 15:45:11, 1382 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული მ.ქ. და 1987 წელს დაბადებული გ.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ამავე ფაქტზე ბრალი წარედგინათ 1987 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს, 1978 წელს დაბადებულ თ.ჯ.-სა და 1988 წელს დაბადებულ მ.ო.-ს, რომელიც ამჟამად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics