|
2016-09-28 11:50:02, 696 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ არჩევნები გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა და აღარ აღვიქვათ ის გამოწვევად
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპალრამენტში გამართულ დისკუსიაძე სიტყვით გამოვიდა. პოლიტიკური დიალოგი თემაზე „საქართველო: მიღწევები, რეფორმების კონსოლიდაცია, მომავალი გამოწვევები და მისწრაფებები“ ევროპარლამენტის წევრის, ანდრეას მამიკინსის ორგანიზებით გაიმართა. როგორც ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტუნარიანი. „ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ გამოვიყენოთ დაგეგმილი არჩევნები როგორც შესაძლებლობა და აღარ აღვიქვათ ის გამოწვევად. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით შექმნილია თავისუფალი და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემო, ასევე, სამართლიანი და დაბალანსებული მედია-გარემო. იმისათვის, რომ იყო ძლიერი ხელისუფალი, უნდა შეგეძლოს დაპირების შესრულება, იმისათვის რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო-ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს. პატივისცემა თავისუფლებასავითაა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესრულების მიმართულებით დაფიქსირებულ პროგრესზე ისაუბრა და ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. პოლიტიკური დიალოგის პირველ სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, დისკუსიის მეორე ნაწილი კი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და გამოწვევების საკითხების განხილვას დაეთმო. ღონისძიებაში, როგორც საქართველოდან, ასევე, ევროპარლამენტის მხარიდან, პოლიტიკური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)