01:18 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-23 17:41:46, 4714 ნახვა

ეკონომიკა
2015-19 წლებში პენსიები და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, კვლავ ლიბერთი ბანკიდან დარიგდება

2015-19 წლებში პენსიები და სხვა  სახელმწიფო გასაცემლები კვლავ ლიბერთი ბანკის ფილიალების მეშვეობით დარიგდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და  ლიბერთი-ბანკს შორის ხელშკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით  ბანკი  მომავალი წლის იანვრიდან კვლავ განახორციელებს ფულადი გასაცემლების (ასაკობრივი პენსია, დევნილთა შემწეობა, საარსებო შემწეობა და ა.შ) გაცემა -დარიგებას სრულიად უსასყიდლოდ.

როგორც ხელშეკრულების გაფორმების დასრულების შემდეგ, „ექსპრესნიუსს“ ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ განუცხადა, ბანკი მზადაა 5 მლნ ლარი დახარჯოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე წლის განმავლობაში, რათა სერვისი უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს.

მისივე თქმით, 5 წლის განმავლობაში ამ მიზნებისთვის 25 მლნ ლარი დაიხარჯება.

„ასევე, ბანკი იღებს ვალდებულებას 5 წლის განმავლობაში დამატებით 4 მლნ ლარი გაიღოს სხვადასხვა სახის აქტივობაში“, – განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ   ლიბერთი ბანკი ერთადერთი იყო, რომელმაც სოციალური მომსახურების სააგენტოს  მიერ გამოცხადებულ საბანკო კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი 14 ნოემბერს შედგა და საკონკურსო კომისიამ ლიბერთი-ბანკის მიერ წარმოდგენილი წინადადებები დასაშვებად მიიჩნია.

ბანკი ბოლო  10 წლის განმავლობაშიც ახორციელებდა ამ მომსახურებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics