|
2016-09-22 13:31:26, 1204 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი საზოგადოებას: კეთილი ინებეთ და ელემენტარული პასუხისმგებლობა გამოავლინეთ
საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, საკუთარი ვალდებულება შეასრულოს და არჩევნებზე მივიდეს. ამის შესახებ ივანიშვილმა კახეთში განაცხადა, სადაც რეგიონული შეხვედრების ფარგლებში იმყოფება. "თუ დღესვე და ხვალვე მოგვინდება ყველას, გვქონდეს დიდი სასახლეები და აგარაკები და სასწრაფოდ გავმდიდრდეთ, თუარადა კვირიკაშვილი და მისი ხელისუფლება არგვინდა და ამიტომ უარი ვთქვათ და მოვიყვანოთ ვიღაც შარლატანი, არიან დღეს პოლიტიკაში შარლატანები.ნუ დავკარგავთ ხმებს და ენერგიას, გავაკეთოთ კონცენტრირება, გამოცდილი ხალხი ვართ. მთავარია მოთმინება.მინდა, 2030 წლისთვის სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენ ვართ განვითარებული ქვეყნების რიგში. ოღონდ, ნუ ხართ სხვის იმედზე, ნუ გგონიათ, რომ ვიღაც გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. კეთილი ინებეთ და ელემენტარული პასუხისმგებლობა გამოავლინეთ. კეთილი ინებეთ და ამ დღეს ვინც უარს ამბობს არჩევნებზე მოსვლაზე, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ან აკრიტიკოს, ან მოთხოვოს ხელისუფლებას",-განაცხადა ივანიშვილმა.
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)