05:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 14:34:11, 661 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ თურქული სკოლის მუშაობის შეჩერებას მოითხოვს

„რესპუბლიკური პარტიის“  წევრის  ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია მოითხოვს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ბათუმში თურქული სკოლის მუშაობა შეაჩეროს, ვიდრე სკოლა საქართველოს კანონმდებლობის  ფარგლებში არ მოექცევა.

სამნიძის განცხადებით,  სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ  სკოლის მშენებლობა იყო უკანონო და მასზე მერიას ნებართვა არ გაუცია.

„ფაქტია, რომ სკოლა გაიხსნა და მას ესწრებოდნენ თურქეთიდან ოფიციალური პირები. სკოლა ისე გაიხსნა, რომ არ დასრულებულა მოლაპარაკებები საქართველოს განათლების სამინისტროსთან. აღნიშნული ადასტურებს, რომ აჭარის განათლების სამინისტრო უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკითხს.  მოვითხოვთ, სანამ სრულად არ იქნება სკოლა მოქცეული ქართულ კანონმდებლობაში, შეჩერდეს მისი ფუნქციონირება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ სკოლას და იმედია, მალე მოექცევა კანონის ფარგლებში",-აღნიშნა სამნიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics