13:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 12:50:32, 1229 ნახვა

ეკონომიკა
UN HABITAT-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში UN HABITAT-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა,  რომელიც UN HABITAT III URBAN BREKFAST-ის ფორმატში ჩატარდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გახსნა.  მან ქვეყნის სივრცით მოწყობასა და ურბანულ პოლიტიკაზე, მისი იმპლემენტაციის საჭიროებასა და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

მოწვეულმა სტუმრებმა - გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა და HABITAT III სამდივნოს აღმასრულებელმა  დირექტორმა, გენერალური მდივნის მოადგილემ კუმარეშ მიშრამ  ისაუბრეს UN HABITAT-ის მნიშვნელობასა და როლზე. მათ ასევე აქცენტი გააკეთეს იმაზე, თუ რამდენად გამოსაყენებელია ის პრინციპები და ამოცანები, რომელსაც ეს ორგანიზაცია  სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე აყალიბებს. შეხვედრაზე ასევე პრეზენტაცია გააკეთა საბინაო პოლიტიკის ექსპერტმა  გვანცა შენგელიამ   თემაზე:  „New Urban Agenda: The Road to Habitat III “.   

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა და დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი მეძმარიშვილი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics