03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 11:58:56, 754 ნახვა

პოლიტიკა
თოფაძე: მრეწველებს არასოდეს ჰქონიათ ბარიერის გადალახვის პრობლემა

”თოფაძე მრეწველები - ჩვენი სამშობლოს” ლიდერი გოგი თოფაძე დარწმუნებულია, რომ მისი საარჩევნო ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს გადალახავს. 

თოფაძეს თქმით, “მრეწველებს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.

როგორც "მრეწველების" ლიდერმა აღნიშნა, ხალხი პოლიტიკურ ბლოკთან მიმართებაში დადებითად არის განწყობილი, რაც საპარლამენტო არჩევნებში დადასტურდება.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის პარტიას, მისი თქმით, ბურჭულაძის პოლიტიკური მანევრები გაუგებარია.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა წინასწარ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატები, თოფაძის განცხადებით, არასამთავრობოებმა ”თავის პატრონს მოკითხონ, რადგან ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მომავალს უწამლავენ ჩვენს მომავალ თაობას“.

მისივე თქმით, „მრეწველები“ სავარაუდოდ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ ძალაში საკმაოდ ბევრი კვალიფიციური კადრია, რომელსაც შეუძლია მაღალი თანამდებობების დაკავება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics