03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:40:53, 751 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: რა კავშირშია „ნაციონალურ მოძრობასთან“ ჭელას მინარეთის საკითხი, აუხსნელია

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ჭელას მინარეთის პრობლემა ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურების ტლანქი მოქმედებების შედეგად წარმოიშვა.

ამასთან, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას წიკლაურმა აღნიშნა, რომ ივანიშვილს სურს დღეს არსებული ყველა პრობლემა ოპონენტებს გადააბრალოს.

„რა კავშირშია „ნაციონალურ მოძრობასთან“ ჭელას მინარეთის საკითხი გაუგებარია.  ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილს სურს, ყველაფერი სხვას გადააბრალოს. რეალურად, ყველამ ვიცით თუ როდის წარმოიშვა ეს პრობლემა, ეს მოხდა სახელმწიფო სტრუქტურების ტლანქი მოქმედებების შედეგად. ეს ის პერიოდია, როდესაც რელიგიურ ნიადაგზე სხვა სოფლებსა და ქალაქებშიც მსგავსი დაპირისპირებები მოხდა. ეს ყოველივე კი დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც დღეს საქართველოშია. გადაბრალა სხვაზე, მით უმეტეს, ისეთ ხელისუფლებაზე, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეობა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტი გახდა  და არა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით გამორჩევა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ივანიშვილის გუნდის მთელი სტრატეგია დღეს არსებული პრობლემების სხვისთვის გადაბრალებაა“, - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამცხე-ჯავახეთში მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჭელას მინარეთთან დაკავშირებით არსებული დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო პროვოცირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics