23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 09:54:32, 585 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,  ქ. ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ასევე დაგეგმილია ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.

საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სესიის  ფარგლებში გაეროს წევრი ქვეყნებისა და გაეროს-ს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებებში. მინისტრი ასევე შეხვდება გაეროში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ დირექტორებს, გაეროს ცალკეული ინსტიტუტებისა და სხვადასხვა რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics