22:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 17:24:57, 693 ნახვა

პოლიტიკა
ზაზა პაპუაშვილი: განათლების სისტემაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნებიდან“ დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს ზაზა პაპუაშვილი წერეთლის ქუჩის N103-ში მცხოვრებლებს შეხვდა. ამომორჩევლები ძირითადად განათლების საკითხებით დაინტერესდნენ.

ზაზა პაპუაშვილი მათ განათლების მინისტრისა და პარტია "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„განათლების სისტემაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება, მათ შორის ის სიახლეები, რომლებიც ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდები მიიღებენ ისეთ ცოდნას, რომ შეძლონ სიძნელეებთან გამკლავება. პროფესიული სასწავლებლების კუთხითაც სერიოზული პროგრამებია დაგეგმილი, რაზეც უკვე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა. ასე რომ, განათლების კუთხით ბევრი საინტერესო სიურპრიზი გველოდება“,- აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics