21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 19:29:57, 694 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგებს გადიან

რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგებს გადიან.

სწავლების ძირითადი თემებია საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა. რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: მედიის წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა,  კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება,  არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ტრენინგს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სწავლება თბილისში დაიწყო, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა  გახსნეს. აღნიშნულ ტრენინგში 25 მონაწილეა ჩართული.

17 სექტემბერს საარჩევნო საკითხებზე რეგიონული მედიის ჟურნალისტები უკვე ქუთაისში გაივლიან ტრენინგებს, ხოლო 18 სექტემბერს - ბათუმში.

სამდღიან სწავლებაში სულ 75 რეგიონული მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics