21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 18:54:35, 660 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ რაქვიაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ტალინში გამართულ ნატო-ს ინფორმაციისა და კომუნიკატორების კონფერენციაში. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროკავშირის ინსტიტუტებში, მატტი მაასიკასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, მარია ბელოვაშთან, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორთან, იური ლუიკთან და „ლენნარტ მერის კონფერენციის“ დირექტორთან, რიინა კალიურანდთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, ასევე, სტრატეგიულ კომუნიკაციის საკითხები. მარიამ რაქვიაშვილმა ესტონელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის პრიორიტეტებთან, განხორციელებულ სამუშაოსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ცენტრსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics