21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:29:05, 606 ნახვა

პოლიტიკა
"ოცნების" გორის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი ახალსოფლის, ახალშენისა და ნაწრეთის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლის, ახალშენისა და ნაწრეთის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ადგილობრივები თემურ ხუბულურს სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„2017 წლიდან ხელისუფლების მხარდაჭერით რეგიონებში დაიწყება საინვესტიციო აქტივობებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელება. ჩვენი აგროპოლიტიკის მთავარი მიმართულება სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება. კიდევ უფრო დაიხვეწება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს. დაინერგება მორწყვის თანამედროვე სისტემები და 2 00 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მორწყული მიწის ფართობი“,-აღნიშნა ხუბულურმა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია დასაქმების პრობლემის მოგვარებაა. „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მაშტაბით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმლი, რაც მოხდება მოგების გადასახადის რეფორმის, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ტურიზმის განვითარების გზით“, - განაცხდა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics