21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:21:49, 606 ნახვა

პოლიტიკა
შოთა ხაბარელი ვაზიანის დასახლებაში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაზიანის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი გზები და სასმელი წყლია.

„ჩვენი შეხვედრა უნდა იყოს საწინდარი მომავალი კონსტრუქციული ურთიერთობებისა. ეს შეხვედრა არ იქნება პირველი და უკანასკნელი, ჩვენს შორის უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია. თქვენი არც ერთი პრობლემა არ დარჩება უყურადღებოდ, ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics