19:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:07:42, 633 ნახვა

პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე პრემიერის ინიციატივაზე: პრეზიდენტი მზადაა, ამ პროცესში ჩაერთოს

პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას  ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მისმა მრჩეველმა ფიქრია ჩხირაძემ გააჟღერა.

ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა,  ყველანაირი რესურსი გამოიყენოს იმისათვის, რომ  მხარეებს შორის  შეთანხმება შედგეს:

"ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და მივიღოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო არჩევნები ქართული სახელმწიფოსათვის. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში ჩავერთოთ, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი მზაობა იქნება და ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამგვარი შეთანხმება შედგეს, რითაც მოგებული დარჩება ქართული სახელმწიფო და ქართველი ამომრჩეველი",-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრემიერის ინიციატივა კონტრაქციების ჩატარებაზე უარის თქმასა და ამ მიზნით, სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კარგი იქნება,  სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლენთან, მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქ არ მივიდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics