13:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 14:13:18, 705 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ორივე კანდიდატს შესწევს უნარი, სიმართლისა და სამართლის სადარაჯოზე იყვნენ

საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატების პროფესიული მონაცემების შეფასებას მე რასაკვირველია, წინასწარ ვერ გავაკეთებ, თუმცა, ორივე კანდიდატს ვუსურვებ, რომ სიმართლისა და სამართლის სადარაჯოზე იყვნენ. ამის მონაცემები ორივეს გააჩნია, - ამის შესახებ საპარლემენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის  დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.

„გიორგი კვერენჩხილაძესთან ურთიერთობა რამოდენიმეჯერ მქონდა. სამართლებრივ ნაწილში ვერ შევაფასებ, მაგრამ საპარლამენტო მდივნობის მხრივ, საქმიანობასა და ურთიერთობაში ინტელექტუალური და პოზიტიტიური ახალგაზრდა კაცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კვერენჩხილაძის ცოდნა და გამოცდილება საკონსტიტუციო წესრიგის გასაძლიერებლა იქნება მიმართული. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს - მასთან დიდი ხანი ვთანამშრომლობდი როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდგომაც. ის ობიექტური და განათლებული ადამიანია. ვფიქრობ, ირინა სწორი არჩევანია. საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატების პროოფესიული მონაცემების შეფასებას მე, რასაკვირველია, წინასწარ ვერ გავაკეთებ. თუმცა, ორივე კანდიდატს ვუსურვებ, რომ სიმართლისა და სამართლის სადარაჯოზე იყვნენ. ამის მონაცემები ორივე კანდიდატს გააჩნია. იმდი ამქვს, საკონსტიტუციო სასამართლოში მათი საქმიანობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული“, - განუცხადა ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics