13:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 13:31:23, 922 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების- ტყარშეტი, ვარდისუბანი, სიონი, გარბანი, არშა, აჩხოტი, ჯუთა, კარკუჩა, ახალციხე, სნო, ფანშეტი, გუდაური, კობი, ყანობი, ხურთისი, ფხელშესა და გორისციხეს მაცხოვრებლებს შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საპროგრამო დაპირება გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენს პრიორიტეტს ძლიერი სოფლის არსებობა წარმოადგენს, რომლის დადასტურებაა „მთის განვითარების კანონი“. უნდა შევძლოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის უპირატესობა, რაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს. სოფლის მეურნეობის დარგებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება როგორც მოხევეთა დასაქმებას, ასევე, საერთო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, დარიალის გვირაბის მშენებლობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის მდგრადობას. ტრანსპორტი 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოდ გადაადგილდება სამხრეთიდან ჩრდილოეთის და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით“ , -განაცხადა  ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics