13:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 13:26:32, 600 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ კონჭკათი მხარს დაუჭერს ჩვენს გუნდს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და 4 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოზეც ისაუბრა.

“მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

განათლების სფეროში რეფორმების გაგრძელება, ტურიზმის განვითარება, დასაქმება, ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნეს ინიციატივებში, - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც კანდიდატმა კონჭკათელებთან ვრცლად ისაუბრა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics