2016-09-09 10:19:19, 1330 ნახვა
სამართალი
შსს-მ სასაზღვრო პოლიციამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ვლადიმირ ც., დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სადახლოში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 13,8 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 46 კაფსულა ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან