11:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:04:52, 679 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: „ქართული ოცნების“ კურსი უცვლელია, ადამიანის თავისუფლება და მისი ღირსება

 „ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ათეული გამოქვეყნდა, ხოლო მთლიანობაში კი ვიცი ვინც არის ამ სიაში“,-ამის შესახებ ლტოლვითლა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა  „ქართული ოცნების“ სიის ფორმირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“  განახლებული ხედვა აქვს და იმ კურსს გააგრძელებს რასაც აქამდე ატარებდა.

„დღევანდელი პირველი ათეული გამოქვეყნდა, ეს ათეული მე ჯერ არ მინახავს. მთლიანობაში ვიცი, ვინც არის  სიაში. ასორმოცდაათივე არა მაგრამ დაახლოებით, ამ 150 -ში ვინც არის ვიცი. ეს არის განახლებული „ქართული ოცნება“. იგივე კურსი, იგივე ადამიანები. ეს არის განახლებული ხედვა, იმ კურსის გაგრძელება რასაც დღემდე ვატარებდით.  „ქართული ოცნების“ კურსი არის ისევ უცვლელი და იგივე: ადამიანის თავისუფლება, ადამიანის ღირსება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. აქ არის ძალიან ბევრი  ადამიანი, რომელიც წარმოადგენდნენ,  „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არიან ასევე ახალი სახეები. ბევრი მათგანი ასევე იყო აღმსასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრის მოადგილეები, მინისტრი თუ სხვა“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics