08:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 12:30:51, 677 ნახვა

პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი მოსახლეობას შეხვდნენ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ქეშალოში სასულიერო პირებსა და უხუცესებს შეხვდა.

 შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზეც გაამახვილა.

 „ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახლოლალოსა და ზემო სარალის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  მარნეულის 36-ე ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამაზ ნავერიანი.

კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

თამაზ ნავერიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის არსებული პოტენციალის რაციონალურად გამოყენებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.

ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემატიკასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics