09:09 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 10:26:17, 1318 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: იმპორტი დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდება, თუ ეს იმპორტი დამატებითი ღირებულების შექმნას ხმარდება

მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში – საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს საგადასახო კოდექსში. ეს არის საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისგან, თუ ეს იმპორტი ხმარდება დამატებითი ღირებულების შექმნას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი  4–პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, იმ   საგადასახადო ცვლილებების ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ.  ეს  არის გაგრძელება რეფორმისა, რომელიც ემსახურება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის კეთების გაიოლებას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics