08:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 15:54:36, 793 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: კარგია, რომ ქართველი ხელისუფლების უმოქმედობის გამო არ ისჯება

იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში პოზიტიურად გადაწყდება.  ჩვენ ძალიან გვიხარია ის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საკითხის ლობირებამ, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას.

„მივესალმებით ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას.  იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში პოზიტიურად გადაწყდება.  ჩვენ ძალიან გვიხარია ის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საკითხის ლობირებამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას გაუხსნის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს პერსპექტივა ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გვქონოდა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების მიერ არასწორად დაგეგმილი დიპლომატიური ძალისხმევისა და უმოქმედობის შედეგად, პროცესი, სამწუხაროდ, შეფერხდა.  დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას შეძლებს. კარგია, რომ ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლების უმოქმედობისა და წარუმატებლობის გამო. იმიტომ, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, სწორედ ჩვენს მოსახლეობას ჭირდება“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics