06:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 14:27:16, 679 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის საკითხი 8 ოქტომბრამდე გადაწყდეს

მას შემდეგ, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება გაფორმდა ევროკავშირთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს შესაძლებლობა მიეცეს, თავისუფლად გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე -"ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ".

პრემიერის თქმით, ეს არის დამატებითი საკითხი თუნდაც მცირე ბიზნესისთვის.

„თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად ვერ შეძლებენ ევროპაში გადასვლას, მაშინ სრულად ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ. უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესასრულებელი საკითხი ასოცირების შეთანხმების საკითხში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ყველაფერი რაც ჩამონათვალში იყო მითითებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ მალე შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლა.

„გუშინ LIBRE-ს კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემდგომ განხილვებს. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა.  ამას არ ვამბობ  ჩემი პარტიის პოლიტიკური ინტერესი გამო, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ეს  8 ოქტომბრის არჩევნებამდე გადაწყდეს, რათა პროდასავლური სულისკვეთება კიდევ უფრო გაღვივდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics