04:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 14:59:10, 950 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე ლენტეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაჭა- ლეჩხუმსა და სხვანეთში, გოჩა ენუქიძე ლენტეხის 13 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

იგი  ჩიხარეშის, ახალშენის, ბენიერის, ლაშხარამის, მარგვიშის, მახაშის, მელეს, ნაცულის, ღობის, შკედის, ცანას, ზესხოსა და ყორულდაშის მაცხოვრებლებს სტუმრობდა.

 კანდიდატმა ადგილობრივებს გააცნო პარტიის ოთხპუნქტიანი გეგმა, ესაუბრა სამომავლო პროექტებზე, ჩაინიშნა ამომრჩევლის პრობლემები და დასახა მოცემული საკითხების გადაჭრის გზები.

 „მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. იმისთვის, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს საკუთარ კარ-მიდამოს, უკეთესი პირობებითა და შეღავათებით უნდა გავანებივროთ ადგილობრივი მცხოვრები. უნდა მივცეთ მათ თანამედროვე პირობებით სარგებლობის საშუალება, მიმზიდველი გავხადოთ უცხოელებისთვის ლენტეხის მხარე“, - მიმართა ლენტეხის ადგილობრივ მაცხოვრებლებს გოჩა ენუქიძემ.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა  მოსახლეობას დიდი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა.

 „მადლიერი ვარ ასეთი თბილი და უშუალო მიღებისთვის, მადლიერი ვარ ლენტეხელი ხალხის, რომ გულისხმიერად მომისმინა, ნდობა და მხარდაჭრა აღმითქვა. მე გავამართლებ თქვენ მოლოდინს. ერთად დავუბრუნოთ მთას სიცოცხლე“,-განაცხადა მოქალაქეებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics