05:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 15:40:36, 800 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ, ამას „იმედის“ გარდა, ჩვენი კვლევებიც ადასტურებს

„ჩვენ პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ, ამას „იმედის“ გარდა, ჩვენი კვლევებიც ადასტურებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევების შეფასებისას „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

„ტელეკომპანია „იმედის“ კვლევებს დეტალურად არ გავცნობივარ და არ ვიცი ვინ ატარებდა, მაგრამ ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით „ქართულ ოცნებას“ ბევრად მეტი მხარდაჭერი ყავს, ეს ჩვენი შიდა კვლევებითაც გვაქვს დადასტურებული. ჩვენ პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ. ამომრჩეველთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაძლევს ამის განცხადების საფუძველს. „ნაციონალური მოძრაობა“ დისკრედიტირებულია. მათ თავისი მყარი ამომრჩევლები ყავთ - მათი აქტივისტები, მათი ოჯახის წევრები და ა.შ. თუმცა, უმრავლესობის დიდი ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ „ნაციონალებს“ ისეთი მხარდაჭერა ქონდეთ, რომლის მეშვეობითაც მათ ოპოზიციურ აქტიურობას ხელშესახებს გახდის. 2012 წელს ძალადობით და დაშანტაჟებით შეძლეს დაახლოებით 40%-ის მიღება. თვითმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩანს, რომ მათი პროცენტულობა იკლებს და ამ ტენდენციის გაგრძელებას ველოდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგასენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% არჩევნებზე მისვლას აპირებს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი 16%.

"თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% პროცენტი უჭერს.

გამოკითხვის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პლატფორმას, მხარს 3% უჭერს, "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics