04:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 12:04:17, 610 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკოსებისადმი კეთილგანწყობის რეიტინგში გიორგი კვირიკაშვილი ლიდერობს

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38% საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისადმი კეთილგანწყობილია, ხოლო 23%  - არაკეთილგანწყობილი. 

კითხვაზე თუ როგორ არიან კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ განწყობილი, შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ გამოკითხულთა 30%  კეთილგანწყობილია, 38% - არ არის კეთილგანწყობილი. 

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, გამოკითხულთა 23% კეთილგანწყობილია პაატა ბურჭულაძის მიმართ, 37%-ს ის არ მოსწონს. 

შალვა ნათელაშვილს, დადებითად გამოკითხულთა 23% აფასებს, ხოლო 39% უარყოფითად არის განწყობილი. 

გამოკითხვის თანახმად, ირაკლი ალასანია 20%-ს მოსწონს, 38%-ს კი არა. ირმა ინაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია 15%, ხოლო 43%-ის ის არ მოსწონს. გამოკითხულთა 13% ნინო ბურჯანაძის მიმართ კეთილგანწყობილია, ხოლო 58% არაკეთილგანწყობილია. 

ცნობისთის, კვლევა ტელეკომპანია "იმედის"  დაკვეთით კომპანია "ჯეი პი ემმა" ჩაატარა.

კვლევის დროს 1200 ადამიანის პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. კვლევა 18-27 აგვისტოს ჩატარდა.  ცდომილებაა 2,8 პროცენტი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics