19:17 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 17:31:50, 503 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის პარასკევს დანიშვნის გადაწყვეტილებას უწუნებს

ზურაბ ტყემალაძე პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის პარასკევს დანიშვნის  გადაწყვეტილებას უწუნებს. 
როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა იცოდა, რომ 13 მარტს საკომიტეტო მოსმენა იყო ჩანიშნული და რიგგარეშე სხდომა მაინც ამ დღეს დანიშნა. ტყემალაძისთვის პრეზიდენტის არგუმენტი გაუგებარია.
"რა არგუმენტია ვერ გავიგე.პარასკევს ჩანიშნა რიგგარეშე სხდომა, როცა სამშაბათს ისედაც სხდომები იწყება და სხდომები უნდა ყოფილიყო, ეს ერთი და მეორეც ერთი, გუშინ გაჟღერებული იყო და კარგად იცოდა 13-ში ჩვენ ვნიშნავთ საკომიტეტო  მოსმენას, სადაც მთავრობა  გვყავს მოწვეული სწორედ ეკონომიკური გუნდი, არამგონია რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.",-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
ცნობისთვის, ქვეყნის ეკონომიკიურ საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების  საკომიტეტო მოსმენა ხუთშაბათს გაიმართება, რიგგარეშე  სხდომა კი,  პარასკევს. გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი. საკომიტეტო მოსმენა 13 მარტს იყო ჩანიშნული, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ამ დღეს რიგგარეშე სხდომა მოიწვია, საკომიტეტო მოსმენა 12 მარტისთვის  დანიშნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics