21:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 12:13:41, 1251 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების განხორციელების წესი დაამტკიცა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით,  პატიმრობის კოდექსის საფუძველზე,  „საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესი“ დამტკიცდა.

ბრძანებაში  პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის, აგრეთვე, სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ ფოტოგადაღების განხორციელების წესი და პირობებია გაწერილია. ასევე, ბრძანებით არის დარეგულირებული დაწესებულებებში ფოტოაპარატის შეტანის და შემოწმების პროცედურები.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ, ბრძანებით გათვალისწინებული ფოტოსურათების გამოყენება შეიძლება მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის და დაუშვებელია მათი საჯაროდ გამოქვეყნება. უფლებამოსილების განხორციელებამდე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები, დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვის თაობაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში  მომზადების სპეციალურ კურსს გაივლიან”, - აცხადებენ სამინისტროში.

ბრძანება  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ, სახალხო დამცველთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად მომზადდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics