02:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 09:56:19, 583 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგონრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ.პოტსდამში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით გაიმართა.

არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებმა ეუთო-ს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, საკუთრების უფლების ხელყოფა და ა.შ.

თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  დარეგულირების შესახებ და აღნიშნა ნდობის აღდგენის პროცესში ეუთო-ს და საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიური როლის მნიშვნელობა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე და  ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში ეუთო-ს ცალკეული ინსტიტუტების აქტიურ ჩართულობას.

ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics