02:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 17:47:53, 715 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ისლამ კარიმოვს უზბეკეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ბატონო პრეზიდენტო,

გულითადად გილოცავთ უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა რწმენა, რომ ჩვენი ისტორიულად მეგობრული სახელმწიფოები მომავალში კიდევ უფრო განავითარებენ თანამშრომლობას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გისურვებთ თქვენ და მეგობარ უზბეკ ხალხს - კეთილდღეობასა და წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით უზბეკეთი ახალ სიმაღლეებს მიაღწევს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics