01:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 15:12:48, 703 ნახვა

პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: ემპირიული და ციფრობრივი თვალსაზრისით, ივანიშვილი დიალოგისთვის მომზადებული იყო

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე „ექსპრენისუსთან“ საუბრისას ყოფილი პრემიერის ჟურნალისტებთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ანალიზით და ტელეეთერში გამოჩენით ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

„ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით მოვა. თუმცა, მეეჭვება, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მანდატები  მოიპოვონ. არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ პარლამენტში დეპუტატების სვადასხვა პარტიაებში გადანაწილება მოხდეს.  ივანიშვილმა მთავარ კონკურენტად პაატა ბურჭულაძის გაერთიანება დაასახელა. შეიძლება, ყოფილმა პრემიერმა მიიჩნია, რომ ეს გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი იდეოლოგიური განახლებაა და ახალ გამომწვევად მიიღო.  როდესაც ძველს ებრძვი, ბუნებრივია, „ნაციონალების“  ახალი სახით მოსვლასაც შეეწინააღმდეგება. მით უმეტეს, ივანიშვილმა თქვა, რომ იმ გადაცდომებზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, ახალ სახეებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.  ივანიშვილი სულ რომ არ გამოჩნდეს ტელევიზიით, არ არის ის ვერსია, რომ ის „ქართული ოცნების“ გვერდით დგას წინასააწჩევნოდ?  აღსანიშნავია, რომ ემპირიული და ციფრობრივი თვალსაზრისით, ივანიშვილი დიალოგისთვის მომზადებული იყო. მას მიაჩნია, რომ ასე შეუძლია „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს და ანალიზს აკეთებს, ეს გასაკვირი არაა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ GDS-ის  ახალ გადაცემაში  საქართველოს  ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics