00:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 12:51:07, 615 ნახვა

პოლიტიკა
ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

„მოსახლეობასთან შეხვედრები საშუალებას გვაძლევს პრობლემების სწორი იდენთიფიცირება მოვახდინოთ, რათა შემდგომში მის კომპლექსურ მოგვარებაზე ვიმუშავოთ“,- „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“  ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა სოფელ კიანეთში, ჯავშანიანში,ქვეშში, მუშევანსა და საბერეთში გამართა.

 გოგი მეშველიანმა მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლებში მოგვარდა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, აშენდა და მოწესრიგდა რიტუალების სახლები, სოფელ საბერეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა გზას.

 „საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა.დღეს, ხალხი მთავრობის ლეგიტიმაციის რეალური წყაროა. ჩვენი ამოცანაა სოფლად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. განვავითაროთ სოფლის მეურნეობის სექტორი და ამ სფეროში დასაქმებული მოსახლეობის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, განვახორციელეთ ადგილობრივი მნიშვნელობის სარწყავი არხების გაწმენდა- გაფართოების ღონისძიებები. 2012 წლიდან დღემდე, ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 18 სარეაბილიტაციო პროექტი.შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 24 500 ჰექტრიდან 43 500 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ობიექტის 6,ხოლო საქართველოს მასშტაბით 24 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავალან მირზოევი. ამჯერად იგი სოფელ ვახტანგისის მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. სავალან მირზოევმა ამომრჩეველს ინფორმაცია მიწების რეგისტრაციის გამარტივებული კანონის შესახებაც მიაწოდა და ამ საკითხის გარშემო, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics