|
2016-08-31 15:10:58, 1181 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა
საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრაზე, რომელიც 31 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა. ბელარუსის დელეგაციას ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ხელმძღვანელობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომაზე განსახილველ საკითხებზე. კომისიასსაქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბელარუსის მხრიდან ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი. სხდომის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, ხოლო სხდომის დასასრულს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება. შეხვედრაზე აღინიშნა პროგრესი, რომელიც საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ არსებობს. მათ შორის, დასახელდა ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოში ტრაქტორებს აწყობს. აღნიშნული ტექნიკა წარმოდგენილი იქნება 1 სექტემბერს ბელარუსის ეროვნულ გამოფენაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ მინერალური წყლის, ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების გარდა ბელარუსის ბაზარზე საქართველოში წარმოებულსხვა პროდუქციასაც აქვს დიდი პოტენციალი. საქართველოში ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. ბელარუსის ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში ბელარუსის მხარის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები მიიღებენ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)