13:07 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 13:27:50, 1859 ნახვა

მსოფლიო
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში სამი ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან სამი ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

იტალიის ხელისუფლების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს  10 ათასზე მეტი მიგრანტი, რომლებიც გადატვირთული ნავებით ევროპამდე მიღწევას ცდილობდნენ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობა ერითრეიდან და სომალიდანაა. გადარჩენილ მიგრანტებს შოროს ბევრი ბავშვია, მათგან ყველაზე პატარა დაახლოებით ერთი კვირისაა.

იტალიის სანაპირო დაცვა მიიჩნევს, რომ მიგრანტები ლიბიის სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის მანძილზე გადიან ნავებით იმ იმედით, რომ მათ მაშველები აღმოაჩენენ და სიცილიაზე გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ლიბიის სანაპიროსთან მაშველებმა 6500 ადამიანი გადაარჩინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics