19:57 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 12:00:54, 1043 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთიდან ტურიზმის განვითარების მიმართულებით, საქართველო სპეციალურ პაკეტებს მოამზადებს

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლი ძინწაოსს შეხვდა.

ეკონომიკის სამიინსტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელა.

 მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სისტემა არ აქვს, ვიზის აღებას ინტერნეტის საშუალებით, მარტივად შეძლებენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება, რომლის ფარგლებშიც ჩინური კომპანიები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ადგილზე შეისწავლიან.

 გიორგი კვირიკაშვილმა ლი ძინწაოსთან შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გამარტივების საკითხებზე.

საქართველოს ვიცე–პრემიერის განცხადებით, მოხდა შეთანხმება ჩინურ მხარესთან, რომ საქართველო მოამზადებს სპეციალურ პაკეტებს ჩინეთიდან ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

 „ჩვენ გამოვიყენებთ მსგავსი ტიპის მექანიზმებს, როგორიც გვაქვს ქუთაისის აეროპორტში ვიზეარის რეისების ხელშეწყობის მიზნით. საუბარია სპეციალური ფინანსური პაკეტების შემუშავებაზე, რათა ხელი შეეწყოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებაზე ჩინეთის  სხვა პროვინციებთანაც.

„გასულ წელს ჩინეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით გავიდა 100 მილიონზე მეტი ვიზიტორი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მოვიზიდოთ საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics