|
2016-08-09 20:14:19, 1397 ნახვა
პოლიტიკა
ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი აღარ გაიმართება
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება - გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა. " დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტს, მაგრამ კანონის მიხედვით, რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე ვალდებული ვარ, დავიცვა ქვეყნის ერთიანობა. საქართველოს 20%-ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ორი ტერიტორია რუსეთს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს რეფერენდუმი დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს. ამასობაში, კანონში წერია , რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კანონი კრძალავს კონსტიტუციის ცვლილებას სარეფერენდუმო გზით." - განაცხადა პრეზიდენტმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)