19:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 13:18:33, 710 ნახვა

საზოგადოება
სოციალური სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად, თამარის დასახლებაში ახალი სოციალური სახლი დაათვალიერა.
 
საცხოვრებელი სახლი უკვე აშენებულია. დასკვნით ეტაპზეა გარე ფასადის მოწყობისა და ლიფტის მონტაჟის , ასევე ინტერიერის სამღებრო სამუშაოები. იწყება ეზოს კეთილმოწყობა, რაც საცხოვრებელი კორპუსის გარშემო ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა.
 
საცხოვრებელი კომპლექსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,დაგი" ახორციელებს. მშენებლობის პროცესში კომპანიის განცხადებით ჯამში 400 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია.
 
"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კიდევ ერთი სოციალური სახლი შენდება. თამარის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობა დამამთევრებელ ეტაპზეა. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება რეგიონში. 2013 წლიდან დღემდე 300-მდე ოჯახს გადაეცა ბინა საკუთრებაში"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=WKqkIHEfrm8&feature=youtu.be

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics