12:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 14:43:25, 1282 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა გადაიდო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა გადაიდო.

პროცესი  ბათუმში დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო,  თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, არ შედგა.

სასამართლოში სამი პირველი კოლეგიის მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი მივიდნენ. პროცესზე არ მისულან თამაზ ცაბუტაშვილი და მერაბ ტურავა.

რაც შეეხება სხვა მოსამართლეებს, მეორე კოლეგიის სამი მოსამართლე -  ლალი ფაფიაშვილი, ოთარ სიჭინავა და ზაზა თავაძე თბილისში იმყოფებიან. ისინი დიპკორპუსის წევრებს შეხვდნენ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 9 მოსამართლეა. სხდომის ჩასატარებლად პლენუმის 9 მოსამართლიდან პროცესზე სულ მცირე 6 უნდა გამოცხადდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics