12:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 12:30:21, 1440 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ 226 პირია შეწყალებული.

როგორც პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ამათგან, 154 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, მათ შორის, 8 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. დანარჩენ 72 მსჯავრდებულს, რომელთაგან 3  ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

„2016 წლის 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1 585 პირის საქმე.

ზემოაღნიშნულ პერიოდში, შეწყალების საკითხთა კომისიის  მუშაობის შედეგად, 2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 154 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics