|
2015-03-06 16:40:15, 746 ნახვა
საზოგადოება
109 დევნილ ოჯახს ახალი სახლის გასაღები გადაეცა
იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ გადასცეს. ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია. უწყების ინფორმაციით, დღესვე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მინისტრმა სოზარ სუბარმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ის ნგრევადი ობიექტები მოინახულეს, საიდანაც 45 დევნილი ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა. ამ განსახლებით, ქუთაისში, 8 ისეთი ობიექტი დაიხურება, რომლებიც შენობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრთხეს უქმნიდა იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „ოცხელის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 1850-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად“, ბინა 109 ოჯახს გადაეცა. კრიტერიუმების შესაბამისად ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭირვალედ წარმართვის მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველის აპრატის, ადგილობრივი და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები, სწორედდანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მონაწილეობით ჩატარდა იმ ნგრევადი ობიექტების პროფაილინგი საიდანაც 48 დევნილმა ოჯახმა ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მიიღო ბინა. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფიდევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლში იცხოვრებენ. 109 ბინიდან 44 -ერთოთახიანი,53-ოროთახიანი, 12 ბინაკი-სამოთახიანია.აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსი და გარეინფრასტრუქტურაც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა.პროექტის განხორციელების განმავლობაში მშენებლობაზე170-მდე ადამიანი დასაქმდა, საიდანაც 25 % იძულებით გადაადგილებული პირი იყო. 2013-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 14 შენობის რეაბილიტაცია განახორციელა და ჯამში, საცხოვრებლი სახლი 576 ოჯახს გადაეცა“,-ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებაში.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)