|
2015-03-06 14:56:11, 540 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე: არ მითქვამს, რომ პარლამენტიდან მივდივარ და უმრავლესობის ლიდერის პოსტს ვტოვებ
არც ერთ გადაცემაში და ინტერვიუში არ მითქვამს, რომ მე მივდივარ პალრამენტიდან და შესაბამისად, ვტოვებ უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. საგანელიძის განმარტებით, მხოლოდ ის თქვა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. "არც ერთ გადაცემაში, არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, რომ მივდივარ პარლამენტიდან და მე ვტოვებ შესაბამისად უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას.მე ვთქვი, რომ მე არ მივიღებ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას",-განაცხადა დავით საგანელიძემ. ამასთან, საგანელიძე უმრავლესობაში დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს. "უმრავლესობა იყო ასეთი, შევიდოდნენ ცხვრებივით ერთ დარბაზში და მერე ცხვრებივით გამოვიდოდნენ გარეთ. ეს იყო ისეთი ჰარმონიზირებული, ტკბილი, თბილი და რა კარგია ასეთი უმრავლესობა. არა ბატონო, ღმერთმა დაგვიფაროს, უმრავლესობის სხდომაზე, ფრაქციის სხდომაზეც უნდა იყოს განსხვავებული აზრი, კამათიც, ხანდახან ხმამაღალი კამათიც იმიტომ, რომ პარლამენტია ეს და არა საბავშვო ბაღი",-განაცხადა დავით საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)