20:00 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 13:35:37, 1348 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ ვერცერთი მოსამართლის განცხადება, სად და ვის მიერ ხორციელდება ე.წ. ზეწოლები

„ჩვენ ჯერჯერობით  ვერცერთი მოსამართლის განცხადება ვერ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის, სად და ვის მიერ ხორციელდება ე.წ. ზეწოლები“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა შესაბამისი ზომები მიიღეს იმისთვის, რომ პროკურატურასთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ. 

„მიხარია და მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა მიიღეს შესაბამისი ზომები, მათ გაუჩნდათ დროც, იმისთვის, რომ პროკურატურასთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ, საგამოძიებო ორგანოებს მისცენ საშაულება, მიიღონ ინფორმაცია, რომელზეც სავარაუდო ზეწოლის სახით საუბრობს ბატონი გიორგი პაპუაშვილი. დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ჯერჯერობით ვერც ერთი მოსამართლის განცხადება, თუ რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ დარა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები“,-განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, პაპუშვილი არის „ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი“, ვინც უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელზეც საჯარო განცხადებებს აკეთებს.

„დიდი იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშილიც, მისი კოლეგების მსგავსად,  საგამოძიებო ორგანოში მივა. რადგან როგორც ჩანს ის არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელზეც საჯარო განცხადებებს აკეთებს“,-დასძინა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics